ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

თათბირი სამსახურის უფროსებთან

11 ოქტომბერი, 2018

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე უძღვებოდა. სხდომას მერის მოადგილე, სოფიო ბოჭორიშვილი, სამსახურების უფროსები, ა.(ა).ი.პ-ების დირექტორები და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, პირველადი სტრუქტურული ერთეულების ღელმძღვანელებისგან გასული კვირის მანძილზე გაწეული მუშაობისა და მომავალში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ იმნფორმაცია მიიღო და შესაბამისი დავალებები გასცა.

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძრვანელმა ყურადღება ინფრასტრუქტურლ პროექტებზე გაამახვილა, როელიც რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. როგორც, მან აღნიშნა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს, როგორც ქალაქში, ასევე სოფლების მიმართულებით და დასრულების ფაზაშია სოჩხეთში, გურნასა და ჯვარისაში საბავშვო ბაღების მოწყობის სამუშაოები.

კომუნალური გაერთიანების დირექტორმა ისაუბრა შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. აღნიშნა, რომ კანონით დადგენილი მეთოდებით უკვე დაიწყო მიუსაფარი ძაღლების გაყვანის პროცესი. პირველ ეტაპზე, იზოლირეული იქნა 18 ძაღლი, ხოლო ეტაპობრივად 101 უმეთვალყურეო ცხოველის გაყვანა მოხდება ქალაქის ტერიტორიიდან.

თათბირი სასიამოვნ ინფორმაციით დასრულდა. ტყიბულელი ილია სულამანიძე, არგენტინაში, მესამე ახალგარდულ ოლიმპიურ თამაშები იღებს მონაწილეობას, სადაც ის ძიუდოში, 100 კგ წონით კატეგორიაში, ოლიმპიური ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

გააზიარე