ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

თემურ ჩუბინიძე, ჩეხური არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია ,,People in Need“-ის მოლდოვის ოფისის წარმოამადგენლებს შეხვდა

2 ივნისი, 2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, ჩეხური არაკომერციული საერთაშორისო ორგანიზაცია ,,People in Need“-ის მოლდოვის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

სტუმრები დაინტერესდნენ ტყიბულში 2016-18 წლებში მიმდინარე პროექტის -,,სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერბა სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში“ გამოცდილების გაზიარებით.

 

შეხვედრას, მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, ნელი ქარელი, ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ემილია გაბრიაძე და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის (TDDF) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უცხოელი სტუმრები გაეცნენ სოციალურ სერვისებს, რომელიც აღიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა. მათ ადგილზე, ასევე მოინახულეს ხანდაზმულთა სოციალურ-კულტურული ცენტრი და სოციალური სამრეცხაო.

გააზიარე