ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

თემურ ჩუბინიძემ ღამის მორიგე ჯგუფებს ახალი წელი მიულოცა

1 იანვარი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, 31 დეკემბერს, ქალაქში მოქმედ ორგანიზაცია-დაწესებულებათა ღამის მორიგე ჯგუფებს ესტუმრა და მათ ახალი წელი მიულოცა.

უკვე ტრადიციად იქცა, რომ ყოველი ახალი წლის დამდეგს, იმ სამსახურების თანამშრომლები, რომლებიც პროფესიული მოვალეობას ასრულებენ ადგილობრივ ხელისუფლებისგან საახალწლო მილოცვასთან ერთად საახალწლო ძღვენსაც იღებენ. თემურ ჩუბინიძემ ტკბილეული მიართვა და წარმატებული 2019 წელი უსურვა, სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის" ტყიბულის ჰოსპიტლის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, პოლიციის, შპს ,,საქნხშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“-ს, შაორჰესის, სამთომაშველისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის სამორიგეო ჯგუფებს.

გააზიარე