ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

„თეთრი ბარათის“ კამპანიას ტყიბულიც შეუერთდა

8 აპრილი, 2019

სპორტის საერთაშორისო დღეს და ე.წ. „თეთრი ბარათის“ კამპანიას,სხვადასხვა სპორტული აქტოვობებით ტყიბულის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.

„სპორტი მშვიდობისა და განვითარებისათვის“ - ამ დევიზით, ტყიბულში სპორტული აქტივობები გეზმრბენით დაიწყო, მოგვიანებით კი მხიარულ სტარტებსა და კალათბუთში შეჯიბრი გაიმართება, რომელშიც 70 -მდე ბავშვი ჩაერთო. სპორტის საერთაშორისო დღე გაეროს ინიციატივით 2013 წლიდან აღინიშნება.,,თეთრი ბარათის“ კამპანია წითელი ბარათის საპირისპირო სიმბოლოდ შეირჩა და სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისებას ემსახურება.

ტყიბულში, სპორტული აქტივობები, მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა, ხოლო მასში ბავშვების ჩრთულობა, ა.(ა.).ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა ცენტრმა უზრუნველყო.

გააზიარე