ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდებაინტენსიურად ხორციელდება

15 თებერვალი, 2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარისგან ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გაწმენდითი სამუშაოები კომუნალური გაერთიანების მიერ ინტენსიურად ხორციელდება. შესაბამისი ტექნიკით გაიწმინდა ქალაქის ცენტრალური და შიდა საუბნო გზები, დაიყარა ტექნიკური მარილი. ტექნიკამ იმუშავა ადმინისტრაციულ ერთეულებში და ყველა სოფელში გადაადგილება შესაძლებელია, მათ შორის, მაღალმთიან მუხურაში, სადაც გზის გაწმენდითი სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობა და ღამით დასრულდა.

           

გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია და ამჟამად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით. მოსახლეობას ელექტრო ენერგია და გაზი შეუფერხებლად მიეწოდება.

მუნიციპალიტეტში თოვა კვლავ გრძელდება და ამჟამად თოვლის საფარი მაღალ მთაში 60-ს, ხოლო ქალაქში 40 სანტიმეტრს აღწევს. მობილიზებულია 5 ერთეული თოვლმწმენდი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის, გაერთიანებული წყალმომარაგების, სოკარისა და ენერგო-პრო ჯორჯიას ოპერატიული ჯგუფები.

გააზიარე