ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულელი ხელბურთელების მორიგი წარმატება

26 მაისი, 2021

ტყიბულის გუნდი, ჩვიდმეტწლამდელ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატის ვიც-ჩემპიონია.

დღეს, ქალაქში დაბრუნებულ სპორტსმენებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. სპორტული ცენტრის ხელბურთელ გოგონათა გუნდს, ეს მნიშვნელოვანი წარმატება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად მიულოცეს.

საქართველოს ჩემპიონატში, ტყიბულის გუნდმა, თბილისის " პეგასი" და თბილისის "მამული" დაამარცხა, ხოლო ფინალური შეხვედრა, ყვარელის გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 34 :40 დათმო და მეორე ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ, ტყიბულელთა ტრიუმფით დასრულდა 15- წლამდელ ხელბურთელ გოგონათა შორის საქრთველოს ჩემპიონტიც, სადაც ჩვენი სპორტსმენები ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ორივე გუნდი წახალისდება, მათ მუნიციპალიტეტისგან ფულადი საჩუქრები გადაეცემათ.

 

 

 

გააზიარე