ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბული რწმუნებულის თასის ფინალისთვის ემზადება

5 სექტემბერი, 2019

7 სექტემბერს 16:00 საათზე, ტყიბულის სპორტის სასახლეში, სახელმწიფო რწმუნებულის თასის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს სამტრედიისა და ბაღდათის გუნდები დაუპირისპირდებიან. გამარჯვებულ გუნდს სახელმწიფო რწმუნებულის თასი გადაეცემა.

დღეს, მინი ფეხბურთის ტურნირის დახურვის ცერემონიასთან დაკავშირებული დეტალები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რევაზ რობაქიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დააზუსტეს. სახელმწიფო რწმუნებულის თასის ტურნირი წელს დაარსდა და მასში იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.

გააზიარე