ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულის მერია ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობის მიზნით იდეების კონკურსს აცხადებს

29 ნოემბერი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობის მიზნით აცხადებს იდეების კონკურს.

პროექტის ბიუჯეტი - პროექტის ბიუჯეტი განისაზღვრება 10 000 (ათი ათასი) ევროს ექვივალენტი ლარში 32, 750.0 (ოცდათორმეტი ათას შვიდასორმოცდაათი).

პროექტის საერთო მიზანია მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა. პროექტი ორიენტირებულია ძირითადად  ქალების, ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფინანსურ მხარდაჭერაზე.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს თუ :

  • ფიზიკური პირის შემთხვევაში მინიმალური ასაკია 18 წელი;
  • აქვთ  იდეა, რომლის განსახორციელებლად  საჭირო ღონისძიებების ბიუჯეტია სულ მცირე 3,000.0 (სამი ათასი) ევროს ექვივალენტი ლარში 9,825.0 (ცხრა ათას რვაასოცდახუთი);
  • იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი იდეის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტი აღემატება კონკურსის შედეგად მისთვის განსაზღვრული დაფინანსების მოცულობას, თანახმაა იდეის ავტორმა თავად განახორციელოს თანადაფინანსება;
  • იდეის განხორციელების ადგილი არის ქალაქ ტყიბულის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 იდეების კონკურსი მოიცავს 3 ეტაპს:

  1. საპროექტო განაცხადის მიღება და შეფასება - კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ საკონკურსო აპლიკაცია  და გამოაგზავნონ მითითებულ ელ. ფოსტაზე 30 ნოემბრიდან - 9 დეკემბრის ჩათვლით.  მიღებული აპლიკაციები შეფასდება კომისიის მიერ  და შეირჩევა საუკეთესო აპლიკაციები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ  კონკურსის მეორე და მესამე ეტაპზე.
  2. შერჩეული პროექტების  განვითარება, პრეზენტაციების მომზადება/წარდგენა და განმეორებით შეფასება -  მეორე ეტაპისთვის შერჩეული კანდიდატები წარმოადგენენ საკუთარი იდეის პრეზენტაციას კომისიის წინაშე.
  3. გამარჯვებულების  გამოვლენა - კონკურსის დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება გამარჯვებული პროექტები.

 

პროექტის განმახორციელებელია ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ტყიბულის, ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების სახელით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის (ლიდერი აპლიკანტი) მერიის მიერ.

 

დაწვრილებითი ინფორმაცია, სააპლიკაციო და ფინანსური ფორმები იხილეთ მიბმულ ფაილებში.

 

გააზიარე