ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულის მერმა აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგო

25 ივნისი, 2018

  აგვისტოს ომის 10 წლისთავზე, ტყიბულში, გმირულად დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენეს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ლომთაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით კუბლაშვილმა, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებთან და მათ ახლობლებთნ ერთად, სოფლებში: ძიროვანსა და ბუეთში, ნიკოლოზ ფორჩხიძისა და ფრიდონ ბრეგაძის საფლავები ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცლილთა ხსოვნას.    

  ტყიბულელი ჯარისკაცები, სამშობლოს დასაცავად, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში 11 აგვისტოს გმირულად დაიღუპნენ. ნიკოლოზ ფორჩხიძე, შინდისის გმირთაგან ერთ-ერთია, ვინც მტრის ალყაში მოქცეული სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოდა რუსულ არმიას. მოგვიანებით, საწირის კულტურის ცენტრის ორგანიზებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერიამ კი, მათ ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცა.

 

გააზიარე