ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა დამტკიცდა

5 დეკემბერი, 2018

2018 წლის ნოემბერში, ქალაქ კიევში ტყიბულის მუნიციპლაიტეტი მიწვეული იყო ევროკავშირის ინიციატივების - "მერების შეთანხმება" და "მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ორგანიზებულ კონფერენციაზე.

ინიციატივის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ, მიმდინარე წლის განმავლობაში მომზადდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც მოწონებული იქნა ევროკავშირის ინიციატივის სამდივნოსა და მსოფლიო ბანკის მიერ. კონფერენციაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტს გადაეცა ევროკავშირის ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" მოქმედი წევრის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მუნიციპალიტეტს კონფერენციაზე წარმოადგენდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი ლომთაძე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა იხილთ ბმულზე:https://drive.google.com/…/1EXt8jpdpYR3NqM48dRkMskSuv…/view…

გააზიარე