ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ  5 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადა

27 დეკემბერი, 2018

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ  5 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადა.

კონკურსი გამოცხადდა შემდეგ პოზიციებზე:

სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილების, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

 საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, შესყიდვებისა  და  მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, საორგანიზაციო განყოფილების,  მერის წარმომადგენელი  საწირის ადმინისტრაციულ ერთეულში პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;

მერის წარმომადგენელი ცუცხვათის ადმინისტრაციულ ერთეულში;

ადმინისტრაციული სამსახურის, იურიდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმების მსურველებს  საშუალება ეძლევათ 29 დეკემბრის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროსოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.hr.gov.ge/) დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ  კონკურსი.

 

კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი  განცხადებების გადარჩევას, მეორე ეტაპი ზეპირ დავალებას, ხოლო  მესამე ეტაპი გასაუბრებას ითვლისწინებს.

კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ, მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მობილური ტელეფონის მეშვეობით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საჯარო  სამსახურის ბიუროს შესაბამის ვებ–გვერდზე – www.hr.gov.ge

გააზიარე