ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში კონკურსი გამოცხადდა

28 სექტემბერი, 2018

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიაში  ადმინისტრაციული სამსახურის, იურიდიული განყოფილების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასაქმების მსურველებს  საშუალება ეძლევათ 5 ოქტომბრის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროსოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge ) დარეგისტრირდნენ და მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ  კონკურსში.
კონკურსი სამ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპი  განცხადებების გადარჩევას, მეორე ეტაპი ზეპირ დავალებას, ხოლო  მესამე ეტაპი გასაუბრებას ითვლისწინებს.

კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილისთარიღისა და დროის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათმათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მობილური ტელეფონის მეშვეობით

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საჯაროსამსახურის ბიუროს შესაბამის ვებგვერდზე – www.hr.gov.ge.

 

გააზიარე