ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა

9 მარტი, 2023

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იოსებ რობაქიძემ, ქალთა დღე ყვავილებით მიულოცეს სამკერვალო ფაბრიკის, ,,საქნახშირის“, სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის" ტყიბულის კლინიკის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს, აგრეთვე სააფთიაქო ქსელებში, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულ და ქუჩაში შემხვედრ ქალბატონებს.

მერმა გაზაფხულის დღესასწაულები, ასევე, მიულოცა მერიისა და საკრებულოს ქალ თანამშრომლებს.

                         

გააზიარე