ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულის ,,ორბმა" ფინალური სერიის პირველი მატჩი მოიგო

4 აპრილი, 2023

ტყიბულის ,,ორბმა" ფინალური სერიის პირველი მატჩი მოიგო. ტყიბულის სპორტის სასახლეში ,,ორბმა“ გორის ,,ივერიონს“ უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 94:87 დაამარცხა.

მეორე ფინალურ შეხვედრას ჩვენი საკალათბურთო გუნდი ,,ივერიონთან“ 5 აპრილს, 18:00 საათზე ტყიბულის სპორტის სასახლეში გამართავს, ხოლო 10 და 11 აპრილს ,,ა“ ლიგის ფინალური სერია გორში გაგრძელდება.  გათამაშების გამარჯვებული გახდება და სუპერ ლიგის საგზურს მოიპოვებს ის გუნდი, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში სამი მოგება ექნება.

 

             

გააზიარე