ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულის საკალათბურთო გუნდმა რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა

17 მარტი, 2023

ტყიბულის ,,ორბმა“ რეგულარული სეზონი პირველ ადგილზე დაასრულა.  ,,ა“ ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ტყიბულის გუნდმა, თბილისის ,,გთუნი“ (გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი) ანგარიშით 83:77 დაამარცხა და პირველ ადგილთან ერთად, პლეიოფში მოედნის უპირატესობის უფლება მოიპოვა.

       

ტყიბულის სპორტის სასახლეში მატჩი მხურვალე გულშემატკივრობის ფონზე მიმდინარეობდა. შეხვედრის შემდეგ, საკალათბურთო გუნდს მიღწეული შედეგი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა მიულოცა და ,,ორბს“ მომავალი წარმატებები უსურვა.

გააზიარე