ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში 1 ივნისი მოკრძალებულად აღინიშნა

1 ივნისი, 2021

  1 ივნისი ტყიბულში მოკრძალებულად აღინიშნა. მაყვალა ქასრაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლაში ერთ-ერთი კლასის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

            

 მოგვეიანებით კომპანია ,,საქნახშირის“ ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ლიტერატურულ სალონში გაიმართა შეხვედრა, მწერალ ბესო ხვედელიძესთან, რომელსაც ,,საქნახშირის წიგნის მოყვარულთა კლუბი"-ს ახალგაზრდები, მოსწავლეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

  მწერალმა შეკრებილებს თავის შემოქმედება გააცნო, ზოგადად ლიტერატურასა და წიგნიერების როლზე ისაუბრა და შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას საკუთარი წიგნები უსახსოვრა.

კომპანია ,,საქნახშირი“ დღეს სასახლესთან მისულ ყველა პატარას ნაყინითაც გაუმასპინძლდა.

 

 

 

გააზიარე