ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში 9 აპრილს დარუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

10 აპრილი, 2019

ტყიბულში, 9 აპრილს დარუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ტყიბულის მუნიციპალიეტეტის მერმა, თემურ ჩუბინიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ნატალია კობახიძემ, მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილის პარკში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სანთლები დაანთეს.

პარკში, ასევე მოეწო 9 აპრილის ამსახველი ფოტოების გამოფენა, გაიხსენეს ამ დღესათან დაკავშირებული ისტორიები, გამიართა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიციებით დატვირთული ღონისძიება, რომელშიც ჩართული იყვნენ მოსწავლე-ახალგაზრდები.

,,მადლობა თავისუბლებისათვის“ - ამ სიტყვებით დაიწო მუნიციპალიტეტის მერმა სიტყვით გამოსვლა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის ისტორიაში 9 აპრილის მნიშვნელობას.

1989 წლის 4 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული საპროტესტო გამოსვლები 9 აპრილს სასტიკი დარბევით დასრულდა. მიტინგის დაშლისას დაიღუპა 21 მოქალაქე, ხოლო სხეულის მძიმე დაზიანება და ინტოქსიკაცია მიიღო ასობით ადამიანმა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 9 აპრილი შევიდა, როგორც დიდი ტრაგედიისა და ამავდროულად დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, ვინაიდან ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ, რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

გააზიარე