ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში ახალი წყლის გამწმენდი ნაგებობა აშენდება

1 მაისი, 2019

მუნიციპალიტეტის მერის, თემურ ჩუბინიძის ინიციატივით, ტყიბულში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა იმყოფებოდა, რომელმაც მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად ტყიბულში არსებული წყლის გამწმენდი ნაგებობა დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება.

,,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად დაგეგმილი აქვს ტყიბულში წყლის გამწმენდი ნაგებობის, კანალიზაციის ქსელისა და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, ახლო მომავალში გამოცხადდება ტენდერი და 2020 წლიდან იგეგმება მშენებლობის დაწყება. შესაბამისდ ორ წელიწადში ტყიბულს ექნება გამართული წყლის და კანალიზაციის ინფრასტრუქტურა“- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

გააზიარე