ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში ახალი მე-4 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

22 მარტი, 2021

ტყიბულში  ახალი მე-4 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი ყოფილი მე-4 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა. 50 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 739 200 ლარი გამოიყო.

                 

საბავშვო ბაღში მოეწყო სათამაშო, სასადილო და საძინებელი ოთახები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, აღიჭურვა ახალი ინვენტარით.  შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობაც.

თანამედროვე სტანდარტების შენობა,  ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძე და მერის მოადგილემ სოფიო ბოჭორიშვილმა დაათვალიერეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალ გარემოში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდიანერეობას გაეცვნენ.

 

გააზიარე