ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა

3 ივლისი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, ქალაქში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

თემურ ჩუბინიძე, ახობაძის, თბილისის და ტყვარჩელის ქუჩებზე მრავალბინიან საცხოვრებლ კორპუსებში იმყოფებოდა, სადაც რეაბილიტირებულ ლიფტებზე მონიტორინგი განახორციელა და მათი ფუნქციონირება პირადად შეამოწმა.

წელს ტყიბულში ხუთი ლიფტი რეაბილიტირდა, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან 99 900 ლარი გამოიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროცესი წლებია გრძელდება და ქალაქში არსებული 33 ლიფტიდან 19-ის განახლება უკვე დასრულებულია, დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია კი მომავალ წლებში ეტაპობრივად განხორციელდება.

თემურ ჩუბინიძე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოების მოწყობითაც დაინტერესდა და ჯალაღანიას ქუჩა N9-ში ბეტონის დაგების პროცესს დაესწრო, ასევე დაათვალიერა რეაბილიტირებული საყრდენი კედელი.

შიდა ეზოების კეთილმოწყობას ცხრა მიმართულებით შპს „მიმდემი“ აწარმოებს, რომელთა დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 586 892 ლარს შეადგენს.

გააზიარე