ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

9 მაისი, 2023

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ჩერქეზიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის გმირის, გრიგოლ გაბრიაძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღესვე, დავით ჩერქეზიშვილმა, ტყიბულში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ელენა გველესიანს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ოჯახში მიულოცა და სასაჩუქრე კალათასთან ერთად ფულადი ჯილდო გადასცა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 მაისი, ასევე მიულოცეს  მეორე მსოფლიო ომის გმირის ოჯახის წევრს, თამარ გაბრიაძეს.

    

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფულადი დახმარება  მეორე მსოფლიო ომის მონაწილესთან გათანაბრებულმა პირებმაც მიიღეს.

გარდა ამისა,  საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

 

გააზიარე