ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში, პროექტი „ახალგაზრდა მოგზაურთა ბანაკი - წეროები“ განხორციელდა

12 დეკემბერი, 2018

ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წევრებმა, ნიკა წიქრიძემ და მარიამ გაბრიაძემ, ა.(ა.)ი.პ ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების ხელმძღვანელთან, თამარ ლაფერაძესთან აქტიური თანამშრომლობით, ტყიბულში, პროექტი „ახალგაზრდა მოგზაურთა ბანაკი - წეროები“ განხორციელეს.

პროექტი, არასამთავრობო ორგანიზაცია Iris Group – Managing Diversity-ის მიერ გამოცხადებული ალუმნი პროექტების გრანტების კონკურსში მოპოვებული ფულადი სახსრებით დაფინანსდა. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის ალუმნი გახლავთ ნიკა წიქრიძე, რომელმაც საგრანტო განაცხადი დაარეგისტრირა.

 

პროექტის მიზანი იყო:

• მუნიციპალიტეტის მასშტაბით კლასგარეშე აქტივობებისა და პროგრამების შემუშავების წახალისება;
• ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გამოვლენა, საზოგადოებისთვის უცნობი დასაინტერესო ტურისტული ადგილების აღმოჩენა და მასზე აპელირება;
• მოსწავლეებისთვის სკაუტური და ლიდერული უნარ-ჩვევების გაცნობა და ათვისება;
• ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა;
• გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.

მიზნებიდან გამომდინარე პროექტი შემდეგ აქტივობებს მოიცავდა:
• ტრენინგები ტურიზმზე, ლაშქრობასა და სკაუტიზმზე;
• პრაქტიკულ მასტერკლასებს;
• ფილმის ჩვენებებს;
• ფოტო და ვიდეობლოგებს;
• დასუფთავების აქციებს;
• ლაშქრობებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებზე.

ღონისძიებაში ჩართული იყვნენ ტყიბულის საჯარო სკოლების სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები.

პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნა სკაუტური ბანაკისთვის საჭირო სალაშქრო აღჭურვილობა და სხვა ნივთები: ჰამაკები, ქვეშაგებები, ფარნები, სამაგიდო თამაშები, სპორტული თამაშების ინვენტარი , მობილური ტრენინგებისთვის საჭირო მასალები და სხვა ინვენტარი, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ, საჩუქრად ა.(ა.)ი.პ. ტყიბული მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებას გადაეცემა.

აღნიშნული ღონისძიებები, კამპანია „Choose Tkibuli-აირჩიე ტყუბული“-ს ფარგლებში ხორიცელდება და ეს პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია. აქტივობები 2019 წელსაც გაგრძელდება.

გააზიარე