ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში სააღდგომო ნობათები დარიგდა

14 აპრილი, 2023

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სააღდგომო ნობათები დარიგდა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებს მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს.

          

ტკბილეულითა და სურსათით დაკომპლექტებული სასაჩუქრე პაკეტი, მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 375 ოჯახმა მიიღო. გარდა ამისა, სააღდგომო საჩუქრები, ასევე გადაეცათ შინმოვლისა და უფასო სასადილოს სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 16 და 17 აპრილს 08:30 სთ-დან 19:00 საათამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ( N1 ავტობუსი) მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

გააზიარე