ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში ხანდაზმულებს შინმოვლის სერვისი მიეწოდებათ

4 ივნისი, 2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამის განხორციელება დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებსთვის, თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნას.

ხანდაზმულთა შინმოვლის სერვისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად" ფარგლებში მიღებული დაფინანსებით ახორციელებს.

                                                              

პროექტის ფარგლებში, 30 ხანდაზმული, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და ადმინისტრაციული ერთეულებში მერის წარმომადგენლების მიერ, მოწოდებული შესაძლო ბენეფიციართა სიების საფუძველზე შეირჩა, რომელთაც თვეში ოთხჯერ გაეწევა საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების, საკონსულტაციო, ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და სოციალური მომსახურებების კომპლექსი.

სერვისის დაწყებასთან დაკავშირებით, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ოფისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმაართა. შეხვედრაზე პროექტში მოხალისეობრივად ჩართვის მსურველი ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე