ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ტყიბულში ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

14 ივნისი, 2019

ტყიბულში ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ტყიბულისა და თერჯოლის დამსახურებულ პედაგოგებსა და სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა და მათ ზოგადი განათლების მიმართულებით მიმდინარე ცვლილებები და სიახლეები გააცნო.

მინისტრმა, ასევე ისაუბრა სახელმწიფოს მიერ საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის შეთავაზებული ჯილდოს შესახებ. ამ ეტაპზე, ტყიბულსა და თერჯოლაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გამოცდაზე დარეგისტრირებულია 300-მდე პრაქტიკოსი პედაგოგი, ჯილდოს აღების სურვილი კი 100-ზე მეტმა საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა მასწავლებელმა გამოთქვა.

                                                                                                  

მიხეილ ბატიაშვილმა სექტემბრიდან პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციის ხელფასების ზრდაც დაანონსა, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება.

შეკრებილ საზოგადოებას მიესლმნენ და სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, ‬რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა, ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ელგუჯა გოცირიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ. შეხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ნატალია კობახიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.‬‬‬‬

დღესვე, ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ ორივე მუნიციპალიტეტის 72 წარჩინებულ კურსდამთავრებულს. აღსანიშნავია ისიც, რომ განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, დაწყებულია ტყიბულის №7 საჯარო სკოლის მშენებლობა. ასევე, დაგეგმილია ტყიბულის №2 საჯარო სკოლის მშენებლობა და სოფელ ხრესილის საჯარო სკოლის რაებილიტაცია. აღნიშნული შეხვედრა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით გაიმართა.

გააზიარე