ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

უფასო სასადილოს ბენეფიციარებს გამოკვლევები ჩაუტარდათ

5 ივნისი, 2021

  ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ც ჰეპატიტის, აივ/შიდსის და ტუბერკულოზზე ინტერგირებული სკრინინგის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში გამოკვლევები ჩაუტარდათ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ, უფასო სასადილოს მომხმარებლები, ასევე იქნენ გამოკვლეული COVID-19-ზე .

 კორონავირუსის, ც ჰეპატიტის და აივ/შიდსის გამოკვლევა მოხდა სწრაფი მარტივი ტესტებით, ხოლო ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევის გამოვლენის მიზნით გამიოკითხნენ სპეციალური კითხვარით. გამოკვლეულ პირებში , დაავადების შემთხვევები არ გამოვლენილა.

გააზიარე