ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

,,ვეფხისტყაოსნისადმი'' მიძღვნილი საღამო

18 ივნისი, 2019

ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში, „ვეფხისტყაოსნის“ მასიური კითხვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ტრაფარეტისაგან განსხვავებული 5 რაუნდით წარიმართა, რომელიც წარმოდგენილი იქნა თავად პროექტის ავტორის, „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირადმთქმელთა კონკურსების ექვსგზის გამარჯვებულის, დამსახურებული პედაგოგის, ტყიბულის საპატიო მოქალაქის, ანრო ცირეკიძის მიერ.

რაუნდებს შორის კონკურსიც გაიმართა, რომელშიც საჯარო სკოლების მოსწავლეები ჩაერთვნენ. წინასწრ შერჩეულმა ჟიურიმ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა:
,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მთქმელი-თათია ქათამაძე (ორპირის საჯარო სკოლა);
საუკეთესო დეკლამატორი- ლიზი ჭელიძე (მე-6 საჯარო სკოლა);
აფორიზმებად გადმოცემული ქართული სიბრძნე -ანი გოგიაშვილი (მე-6 საჯარო სკოლა).
გამარჯვებულებს ,, ვეფხისტყაოსნის“ გამოცემა და სპეციალური სიგელები გადაეცათ. 

ღონისძიებას, ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად, ცნობილი ექიმი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, მაჟორიტარი დეპუტატი და პოეტი მერაბ კვიცარიძე ესწრებოდა, რომელმაც განსაკუთრებული საჩუქრით დააჯილდოვა ორპირის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ლანჩავა, ხოლო ანრო ცირეკიძე იერუსალიმის წმინდა მიწის მოსალოცად მიიწვია.

საღამოზე, სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, მოწვეული იყო სამცხე -ჯავახეთში 2017 წელს გამართული კონკურსის პრიზიორი, ორპირის მკვიდრი, ნათელა ლანჩავა, რომელიც გარკვეული მიზეზის გამო ვერ დაესწრო ღონისძიებას, თუმც ის მუნიციპალიტეტის მერიამ, ანრო ცირეკიძესთან ერთად, ფულადი პრიზით დააჯილდოვა.

გააზიარე