ცხელი ხაზი:(497) 22 20 20

ხელბურთელ გოგონათა გუნდს ახალი ფორმები გადაეცათ

20 მარტი, 2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია კობახიძემ, საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით მოსაპარეზე სპორტული ცენტრის ხელბურთელ გოგონათა გუნდს ახალი ფორმები გადასცეს და მომავალი გამარჯვებები უსურვეს.

             
აღსანიშნავია, რომ ტყიბულის ხელბურთელთა გუნდმა საუკეთესო შედეგებით დაასრულა სენაკში მიმდინარე 17 წლამდელ გოგონათა საქართველოს ჩემპიონატის, დასავლეთის ზონის, შეხვედრები და სატურნირო ცხრილში უდანაკარგო ქულათა რაოდენობით, ჩემპიონატის სათავეში მოექცა!

გააზიარე