Hot line:(497) 22 20 20

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სააღდგომო საჩუქრები დარიგდა

10 April, 2026

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, იზოლდა ნემსაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე ოჯახებს მოახლოებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს.

 

    

სასაჩუქრე პაკეტი მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 550-მდე ოჯახმა მიიღო. ტკბილეულითა და სურსათით დაკომპლექტებული სააღდგომო ნობათი, ასევე, გადაეცათ ხანდაზმულთა შინმოვლისა და უფასო სასადილოს სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 12 და 13 აპრილს, მუნიციპალური ტრანსპორტი ( N1 ავტობუსი) მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

Share page