9 აპრილი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ლევან ჩხიკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ იზოლდა ნემსაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპულთა ხსოვნას.
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა.
