ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიის შემოქმედებითი საღამო გაიმართა
ტყიბულის მუნიციპალურ თეატრში, ა.(ა.)ი.პ. კულტურის ობიექტების გაერთიანების“ ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის დავით თორაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის ერთობლივი შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ღონისძიებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მურმან ვერულაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, იზოლდა ნემსაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრადიციულ კულტურულ ღონისძიებაზე მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები შესრულდა.